ფეხბურთი

17:40 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე ევროპის ტოპ 5 ლიგის ბომბარდირია

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ბორდო“ შინ პსჯ-ს 2:2 დაუზავდა.

პარიზელთა მეორე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა და ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 12 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებით კილიანი ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის ბომბარდირია.

მბაპეს მისივე თანაგუნდელი ნეიმარი ერთი გოლით ჩამორჩება. ასევე 11 გოლი აქვს გატანილი „არსენალის“ შემტევს ობამეიანგს. კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე 10 გოლია.

0.115521