ფეხბურთი

23:40 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "შეიძლებოდა უფრო რთული ან ადვილი ჯგუფი შეგვხვედროდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯგუფი შეაფასა.

კობიაშვილის განცხადებით, უფრო რთული და მარტივი ჯგუფიც შეიძლებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში დაბალანსებული ქვეჯგუფი შედგა.

"შეიძლება ყოფილიყო უფრო რთულიც და უფრო იოლი ჯგუფიც. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ დაბალანსებული ჯგუფია. ვფიქრობ, ძალიან თანაბარი თამაშები იქნება. მიმაჩნია, რომ შეიძლება ბევრი მატჩი ფრედ დასრულდეს. ფაქტია, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით სახლის თამაშები, რათა პირველი და მეორე კალათის გუნდებს ქულები წავართვათ. საინტერესო თამაშები იქნება, მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება კალენდარი, ვისთან დავიწყებთ, როგორი იქნება. ერთადერთი გული იმაზე დამწყდა, რომ ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ორი ამხანაგური თამაშის დაგეგმვა მოგვიწევს. ჩემი სურვილი იყო, რომ ექვსგუნდიან ჯგუფში მოვხვედრილიყავით, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ.

სახლის თამაში იმ ფონზე, რომ სტადიონი ივსება, ძალიან დიდი პლიუსია და ეს ვიგულისხმე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საშინაო თამაშები, რომ იქ მოვახერხოთ ქულების აღება და თამაშის მოგება, განსაკუთრებით პირველ სამ გუნდთან. მგონია, რომ ძალიან დაძაბული ჯგუფი იქნება, შვეიცარიაც, დანიაც და ირლანდიაც კარგად დაკომპლექტებულია. სამივე გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის", - ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110327