სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:20 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანია, ირლანდია, შვეიცარია - როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ქვეჯგუფს?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ ჯერი შეფასებებზე მიდგა. შვეიცარია, დანია, ირლანდია, გიბრალტარი - ვლადიმირ ვაისმა უკვე შეაფასა ქვეჯგუფი.

ახლა საინტერესოა, გავიგოთ, რას ფიქრობენ სხვები. შვეიცარიის, დანიისა და ირლანდიის ნაკრების წარმომადგენლები ჯგუფში ადვილ მატჩებს არ ელოდებიან.

მაგალითისთვის, მიკ მაკარტიმ აღნიშნა, რომ საქართველო კარგი გუნდია, ხოლო ვლადიმირ პეტკოვიჩმა ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისის გუნდის კარგი გამოსვლა გაიხსენა.

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ქაღალდზე ფავორიტები ვართ. „ოპტიმიზმით ვუყურებთ ჯგუფს. რთული მეტოქეები გვეყოლება, რომლებიც ბევრ გოლს არ უშვებენ. მაგრამ, მეორე მხარეს ვართ ჩვენ, ცუდი გუნდი არ გვყავს და ჯგუფიდან გასვლის ამბიცია გვაქვს. დანია მთავარი მეტოქეა, რომელსაც უმაღლესი დონი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ პროგრესის გზაზე ვართ. ირლანდია განსაკუთრებით საკუთარ მოედანზეა სახიფათო. მთლიანობაში ორივე გუნდი ფიზიკურად ძლიერია. გიბრალტარმა დიდი ხნის შემდეგ ორი თამაში მოიგო და იქ თამაში განსხვავებული იქნება. საქართველომ კი ერთა ლიგაზე ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა, ჯგუფიც მოიგო. გარდა ამისა, საქართველოში ჩვენ ხანგრძლივი მგზავრობა გველოდება. მკაცრი გუნდია, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ამ მატჩშიც ფავორიტები ვიქნებით. საბოლოო ჯამში მოედანზე უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ამბიციები“.

მიკ მაკარტი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): შვეიცარია ამ დროისთვის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, დანიასთან კი მუნდიალის პლეი-ოფში დავმარცხდით. შემდეგ ვხედავთ საქართველოს, რომელთანაც წარსულში გვითამაშია და ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა. მარტივი არ იქნება, მეოთხე კალათიდან საქართველო ძალიან კარგი გუნდია“.

მატიას იორგენსენი (დანიის ნაკრების მცველი): „ნამდვილად კარგი ჯგუფია ჩვენთვის. დიდი შანსია, რომ სასურველი ადგილი დავიკავოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. დიდი მოლოდინი გვაქვს შესარჩევი ეტაპიდან“.

იონ დალ ტომასონი (დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): „ჩვენს შანსს პოზიტიურად ვუყურებ. ჩვენ გვინდა დანია ევრო 2020-ზე თამაშობდეს, სადაც ორი მატჩის ჩატარება კოპენჰაგენში შეგვეძლება, რომელიც მასპინძელი ქალაქია. ყველაზე რთული მეტოქე შვეიცარიაა. საკმარისია ფიფას რეიტინგს შევხედოთ, სადაც მერვე პოზიციაზე იმყოფება. თუმცა მეათე ადგილზე ჩვენც ვართ. ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ, ძლიერი გუნდი გვყავს მაღალი ხარისხის ფეხბურთელებით“.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112629
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X