ფეხბურთი

15:45 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, გაირკვა ჯგფუფის შემადგენლობა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მეოთხე კალათაში იყო განთესილი, თუმცა, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა.

თავიდავნე ვთქვათ, რომ "ჯვაროსნები" ხუთგუნდიან ქვეჯგუფში მოხვდნენ, რომელის ასე დაკომპლექტდა:

D ჯგუფი

შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2019 წლის მარტში დაიწყება და ამავე წლის ნოემბერში დასრულდება. ჯგუფიდებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. რაც შეეხება კალენდარს, ოდნავ მოგვიანებით შედგება.

0.111421