სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:58 | 2.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" უპირატესობა განიმტკიცა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ში ტური ტურს მისდევს, მაგრამ არაფერი იცვლება - „იუვენტუსი“ ქულებს არ კარგავს. ტურინული გრანდი ფლორენციაში ჩავიდა და „ფიორენტინას“ აჯობა.

მატჩამდე, ტურინელმა ფეხბურთელებმა დავიდე ასტორი გაიხსენეს და სტადიონზე ყვავილების თაიგული მიიტანეს. მიუხედავად ამისა, ფლორენციელი ფანები ცუდად მოიქცნენ და სტადიონის გარეთ წარწერები დაახვედრეს, რომელიც „იუვეს“ ლეგენდარული კაპიტნის, გაეტანო შირეასა და 1985 წელს, „ეიზელის“ ტრაგედიის დროს დაღუულ ტურინელი გულშემატკივრების ხსოვას შეურაცხყოფდა. მოკლედ, ეს არ იყო ლამაზი საქციელი.

მეტოქეს კი „იუვენტუსმა“ თამაშით გასცა პასუხი და ადვილად - 3:0 მოუგო. ხანდახან, სტეფანო პიოლის გუნდი მეტოქის საჯარიმოსთან ვითარებას ამწვავებდა, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოსულა. სამაგიეროდ, სტუმრებმა სამჯერ დაამწუხრეს „იები“. კვლავ გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, ოღონდ ამჯერად მხოლოდ პენალტით.

„იუვენტუსს“ 14 მატჩში 13 მოგება და 1 ფრე აქვს, 40 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. სხვათა შორის, „იუვე“ ტოპ 5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც 2018 წელს სტუმრად თამაში არცერთ ტურნირზე არ წაუგია... წელი კი პრაქტიკულად დასრულდა...

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება - ლევან მჭედლიძის „ემპოლიმ“ წაუგებელი სერია გააგრძელა და ფერარაში „სპალს“ დაუზავდა (2:2). სასიხარულოა, რომ ჩვენებური ისევ გამოჩნდა მინდორზე და ამჯერზე 20 წუთი ითამაშა. ბოლოსკენ კი ყვითელი ბარათი მიიღო.

გენუის „სამპდორიამ“ კი, ფაბიო კვალიარელას ძალისხმევით „ბოლონია“ დაამარცხა და მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:1)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

„ფიორენტინა“ (4-3-3): ლაფონი; მილენკოვიჩი, ვიტორ უგო, ბირაგი; ბენასი (პიაცა 65), ვერეტუ, ფერნანდესი; კიეზა, სიმეონე, ჟერსონი (ტერო 80)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელუ; კუადრადო (დუგლას კოშტა 83), ბენტანკური, მატუიდი; დიბალა, მანჯუკიჩი (კინი 89), რონალდუ (ბერნარდესკი 80)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ბენტანკური (31), 0:2 კიელინი (69), 0:3 რონალდუ (79, პენ)

გაფრთხილება: ფერნანდესი (43), ვიტორ უგო (51), პეცელა (71), ტერო (88), ვერეტუ (90) - მანჯუკიჩი (11), ბენტანკური (50), რონალდუ (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 9 (6) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

„სპალი“ – „ემპოლი“ 2:2 (1:2)

გოლები: 1:0 კურტიჩი (5), 1:1 კაპუტო (24), 1:2 კრუნიჩი (43), 2:2 კურტიჩი (67)

„სამპდორია“ – „ბოლონია“ 4:1 (3:1)

გოლები: 1:0 პრატი (10), 1:1 პოლი (17), 2:1 კვალიარელა (25), 3:1 რამირესი (41), 4:1 კვალიარელა (68)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.218072
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X