სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:52 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას მე-400
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

400 - სწორედ ამდენი გამარჯვება მოიპოვა ხოსეპ გვარდიოლამ სხვადასხვა კლუბების მთავარ მწვრთნელად ყოფნისას. შთამბეჭდავი ციფრი არცთუ სანახაობრივ მატჩს დაემთხვა. „სიტიმ“ „ბორნმუთს“ 3:1 მოუგო, მაგრამ, არ უჩვენებია ის დომინანტური, სახიფათო მომენტებით გაჯერებული თამაში.

ბერნარდო სილვამ უკვე მე-16 წუთზე გახსნა ანგარიში და მერე მასპინძლები მოეშვნენ. მოეშვნენ და ამისათვის დაისაჯნენ. ტაიმის ბოლოს სტუმართა საუკეთესო მეგოლემ, კალუმ უილსონმა საპასუხო გაიტანა. ეს კალუმის მეშვიდე გოლი გახლდათ სეზონში.

თუმცა, მეორე ტაიმში „ქალაქელებმა“ მაინც იძალეს. სტერლინგმა და გიუნდოგანმა კიდევ ორჯერ დააწყებინეს ბორნმუთელებს ცენტრიდან თამაში. ჯამში - 3:1 და დაგეგმილი 3 ქულა.

„მე-400 მატჩი მოვიგე? არც ვიცოდი. გილოცავ პეპ. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში ყოველთვის ჭირს. ხალხი ფიქრობს, რომ ყველაფერი ილად მოგვდის, მაგრამ ასე არ არის.

პირველ ტაიმში სათამაშო რითმი გვაკლდა. „ბორნმუთი“ სწრაფი გუნდია და მასთან პაექრობა ერთობ რთულია. მეორე ტაიმში თამაში რაჰიმ სტერლინგმა და ფაბიან დელფმა შეცვალეს. გაცილებთ უკეთ ავთამაშდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ,“ - უთხრა გვარდიოლამ BBC-ს.

“სიტიმ“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო. “ბორნმუთი“ კი მიჯრით მეოთხედ დამარცხდა.

გაცილებით ცოცხალი გამოდგა მეორე მანჩესტერული კლუბის, „იუნაიტედის“ შერკინება „საუთჰემპტონთან.“ თუმცა, ეს მხოლოდ პირველ ტაიმზე ითქმის. მეორეში, ძალიან მოსაწყენი ბურთაობა გაჩაღდა, რაღაც ნახევარმომენტების არომატით.

პირველში კი, მასპინძელი „წმინდანები,“ 20 წუთის თავზე უკვე 2:0 იგებდნენ. შოტლანდიელმა სტიუარტ არმსტრონგმა და პორტუგალიელმა სედრიკ სოარეშმა შვიდი წუთის ინტერვალში ივაჟკაცეს.

მაგრამ მერე „მანჩესტერის“ ჯერი დადგა. რომელუ ლუკაკუსა და ანდერ ერერას გასათანაბრელად ოდენ ექვსწუთიანი ინტერვალი დასჭრდათ. ორივეს ჭაბუკმა მარკუს რაშფორდმა უპასა. „მანჩესტერს“ „დაბრუნება“ მაინც გამოუვიდა, თუმცა, ბოლოსკენ გასამარჯვებელი მსუყე წერტილი მაინც ვერ დასვა.

საინტერესოა, რომ ლუკაკუს აქამდე 12 მატჩის, ან 981 წუთის განმავლობაში არ გაეტანა.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია „ვესტ ჰემის“ სტუმრად „ნიუკასლთან“ მოგება. „ჯორდების“ ქომაგები კლუბის მფლობელის, მაიკ ეშლის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან და ამჯერადაც, პროტესტის ნიშნად, აქცია მოაწვეს, ასეულობით ქომაგი ტრიბუნებზე მე-11 წუთზე გამოჩნდა. სწორედ ამ დროს გაიტანა პირველი გოლი სტუმარმა ხავიერ ერნანდესმა, რამაც ის ხალხი მთლად გადარია. „ჩიჩარიტომ“ მეორე ნახევარში კიდევ გაიტანა და დუბლი მიითვალა, ამას მესამე წამატებულ წუთზე ბრაზილიელმა ფელიპე ანდერსონმა მესამეც დააყოლა და მაიკ ეშლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ერთი-ორად გაზარდა.

„ჩაქუჩებმა“ კი ნიუკასლის „სენტ ჯეიმსის პარკზე“ 1998 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვეს.

მთავარი ამბები კი პრემიერლიგაში კვირას მოხდება - ორი ლონდონური და ერთიც ლივერპულური დერბი გველის: „ჩელსი“ „ფულემს“ უმასპიძლებს, „არსენალი“ – „ტოტენჰემს,“ „ლივერპული“ კი „ევერტონს.“

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-14 ტური. 1 დეკემბერი

სიტი - ბორნმუთი 3:1

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 409

1:0 ბერნარდო სილვა (16), 1:1 უილსონი (44), 2:1 სტერლინგი (57), 3:1 გიუნდოგანი (79)

სიტი: ედერსონი, ოტამენდი, დანილო, ლაპორტე, ფერნანდინიო, გიუნდოგანი, ზინჩენკო (დელფი 54), ბერნარდო სილვა (მაჰრეზი 87), სტერლინგი, სანე, გაბრიელ ჟეზუსი (დავიდ სილვა 77)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბორნმუთი: ბეგოვიჩი, ფრენსისი, დენიელსი, სტივ კუკი, აკე, მინგსი, სიურმანი, ფრეიზერი (ბრუკსი 72), ლიუის კუკი, უილსონი (მუსე 85), კინგი (სტანისლასი 85)

მწვრთნელი: ედი ჰოუვი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება არ ყოფილა

საუთჰემპტონი - მანჩესტერი 2:2

საუთჰემპტონი. „სენტ მერი.“ 30 187

1:0 არმსტრონგი (13), 2:0 სედრკი (20), 1:2 ლუკაკუ (33), 2:2 ერერა (39)

საუთჰემპტონი: მაკარტი, იოშიდა, სედრიკი, ვესტერგორი, სტეფენსი, ვალერი, არმსტრონგი, რედმონდი, ლემინა (დევისი 90+2), ჰოიბერგი, ობაფემი (გაბიადინი 64)

მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, ჯოუნსი, შოუ (დალოტი 72), ფელაინი, მატიჩი, ერერა, პოგბა, მაკტომინეი, ლუკაკუ (ლინგარდი 86), რაშფორდი (მარსიალი 77)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: ჰოიბერგი (35), ლემინა (54), ვესტერგორი (59), არმსტრონგი (90+5); რაშფორდი (18), ფელაინი (35), პოგბა (53), იანგი (90+3)

ჰადერსფილდი - ბრაიტონი 1:2

1:0 ზანკა (1), 1:1 დაფი (45+4), 1:2 ანდონე (69)

გაძევება: მუნიე (32)

კრისტალ პალასი - ბარნლი 2:0

1:0 მაკარტური (16), 2:0 თაუნსენდი (78)

ლესტერი - უოტფორდი 2:0

1:0 ვარდი (12, პენ), 2:0 მედისონი (23)

გაძევება: კაპუ (90)

ნიუკასლი - ვესტ ჰემი 0:3

0:1, 0:2 ერნანდესი (11, 64), 0:3 ანდერსონი (90+3)

30 ნოემბერი

კარდიფ სიტი - ვულვერჰემპტონი 2:1

0:1 დოჰერტი (18), 1:1 გუნაროსნი (65), 2:1 ჰოილეტი (77)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.105662
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X