ფეხბურთი

21:52 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი "ჩელსიში" სეზონის ბოლომდე დარჩება

"ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სხვა გუნდში გადასვლას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. ესპანელს ევროპული მედია "მილანს" და " ატლეტიკოს" უკავშირებს.

"არავისთან მისაუბრია. რა თქმა უნდა, შემიძლია იანვარში რომელიმე მსურველ კლუბთან წინასწარ შევათანხმო კონტრაქტი, თუმცა სეზონის ბოლომდე "ჩელსიში" ვაპირებ დარჩენას. ინგლისურ კლუბში თავს ბედნიერად ვგრძნობ." - ციტირებს Football Espana ფაბრეგასის სიტყვებს.

მიმდინარე სეზონში ფაბრეგასმა 10 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 58 წუთს ატარებს. ესპანელს "ჩელსისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124461