ფეხბურთი

20:12 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კიევში ვიკტორ მატვიენკო ბოლო გზაზე გააცილეს

1 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქის ოლიმპიურ სტადიონზე, კიევის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მცველის, ვიკტორ მატვიენკოს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მოგვიანებით კი ის, ბაიკოვოს ალეის სასაფლაოზე დაკრძალეს. მატვიენკო რამდენიმე დღის წინათ, 71 წლისა გარდაიცვალა.

მასთან გამოსამშვიდობებლად უამრავი მისი ძველი თანაგუნდელი, მწვრთნელი და ჟურნალისტი მივიდა. მათ შორის, „დინამოს“ გენერალური დირექტორი, რეზო ჭოხონელიძე.

საშუალო თაობის გულშემატკივრებს კარგად ეხსომებათ მატვიენკო, რომელიც 70-იანი წლების შესანიშნავი კიევის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი იყო. სსრკ-ის ოთხგზის ჩემპიონი, თასების მფლობელთა თასის და ევროპის სუპერთასის მფლობელი გახლდათ.

1972 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მან რევაზ ძოძუაშვილთან და მურთაზ ხურცილავასთან ერთად, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.122253