ფეხბურთი

2:05 | 1.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი: "სამჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ახლა კი არ ვთამაშობ"

მადრიდის „რეალის“ მეკარე კეილორ ნავასი „სამეფო კლუბში“ თავისი ყოფით უკმაყოფილოა. 31 წლის კოსტა რიკელმა მეკარემ Chiringuito TV-სთან საუბარში ირონიულად მიანიშნა, რომ "რეალში" ის აღარ სჭირდებათ:

„ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოვიგე, ახლა კი, აღარ ვთამაშობ“, - თქვა ნავასმა.

აღსანიშნავია, რომ კეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 6 თამაში ჩაატარა (2 ლა ლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ესპანეთის თასზე). საგულისხმოა ისიც, რომ სანამ „რეალს“ ხულენ ლოპეტეგი წვრთნიდა, კოსტა რიკელი ჩემპიონთა ლიგაზე იცავდა მადრიდელთა კარს, მაგრამ სანტიაგო სოლარიმ ამ ტურნირზეც ტიბო კურტუას მიანიჭა უპირატესობა.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნავასი და დატოვებს თუ არა გუნდს იანვარში.

0.108507