ფეხბურთი

18:50 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოპ 5 ლიგაში ნოიერს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი მიმდინარე სეზონის ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით იწონებს თავს. The Guardian-მა იმ მეკარეების სტატისტიკა დათვალა, როლებმაც ტოპ ჩემპიონატებში მიმდინარე სეზონში სულ მცირე 5 თამაში ჩაატარეს.

გაირკვა, რომ ნოიერს სეივების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. გერმანელმა მეკარემ ბუნდესლიგაში საკუთარი კარში დარტყმული ბურთების მხოლოდ 43.8% მოიგერია, ხოლო დანარჩენი გაუშვა.

მასთან ერთად ასეთი დაბალი მაჩვენებელი აქვთ „რენის“ მეკარე ტომაშ კუბეკსა და „ნიურნებრგის“ კარის დარაჯ ფაბიან ბრედლოუს.

ყველაზე კარგი მაჩვენებელი პსჟ-ს იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს აქვს. 40 წლის იტალიელმა დარტყმების 90% მოიგერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115762