ფეხბურთი

23:10 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური

ევროპა ლიგის მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ უეფას ვებგვერდმა ტრადიციულად სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.

საუკეთესო 11-ეულში ორი ფეხბურთელი მოხვდა ლისაბონის „სპორტინგიდან“, რომელმაც ბაქოში „ყარაბაღი“ 6:1 დაამარცხა.

ევროპა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური ასეთია:

მეკარე: ტომაშ კუბეკი („რენი“)

მცველები: მიტჩელ ვეიზერი („ლევერკუზენი“), ზახარ ვოლკოვი („ბატე“), იულეს კუნდე („ბორდო“), ანდრეას ულმერი („ზალცბურგი“)

ნახევარმცველები: ემილ სმიტ როუზი („არსენალი“), ჰაკან ჩალჰანოღლუ („მილანი“), ბრუნო ფერნანდეში („სპორტინგი“), ჯერმეინ ლენსი („ბეშიქთაში“)

თავდამსხმელები: აბდულაი დიაბი („სპორტინგი“), კალუმ ჰადსონ-ოდოი („ჩელსი“)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117863