ჭადრაკი

13:41 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ელვისებურ ჭადრაკშიც ფანცულაიამ იმარჯვა

საქართველოს ნაკრების წევრის ლევან ფანცულაიას (2556) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ქართული გრან პრის დასკვნითი ეტაპი ელვისებურ ჭადრაკში.

გამარჯვებულმა 9 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და ერთი ქულით გაუსწრო მეორეადგილოსან ლუკა პაიჭაძეს (2533), მესამე ადგილზე კი, 6.5 ქულითა და უკეთესი კოეფიციენტით ნიკა ვოლკოვი (2508) გავიდა.
მან უკან რომან ჩიტაძე (2326), ნიკოლოზ ჩხაიძე (2201) და ზაზა ხოფერია (2181) მოიტოვა.
საინტერესოა, რომ პირველი რეიტინგის მქონე გიგა ყუფარაძე (2651) 5.5 ქულით მე-12 პოზიციაზე აღმოჩნდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სწრაფ ჭადრაკშიც დასკვნითი ეტაპიც ფანცულაიას ჩემპიონობით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122774