სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:28 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

30 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1960 - დაიბადა გარი ლინეკერი. ინგლისელი ცენტრფორვარდი. გამოდიოდა “ლესტერ სიტიში” (194 მატჩი, 95 გოლი), “ევერტონში” (41, 30), “ბარსელონაში” (99, 44), “ტოტენჰემ ჰოთსპურში” (105, 67), იაპონურ “ნაგოიაში” (23, 9). გარი ლინეკერი 1986 წელს აღიარეს ინგლისის წლის საუკეთესო მოთამაშედ. “ბარსელონასთან” ერთად ორჯერ გახდა ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი (1987, 1989) მოიპოვა ესპანეთის თასი (1988) და თასების მფლობელთა თასი (1989). “ტოტენჰემთან” ერთად კი – ინგლისის ასოციაციის თასი (1991). 1985, 1986 და 1990 წლებში გახდა ინგლისის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. გარი ლინეკერმა მექსიკის 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა 6 გოლი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მონაწილეობდა იტალიის 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც და ნახევარფინალში იასპარეზა. მუნდიალების ფინალურ ეტაპზე გატანილი აქვს 10 გოლი, რაც ინგლისელ მოთამაშეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ლინეკერმა ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 80 მატჩი, გაიტანა 48 გოლი. უკანასკნელი მაჩვენებლით ჩამორჩება მხოლოდ ბობი ჩარლტონს. სანაკრებო მატჩებში შესრულებული აქვს ხუთი ჰეთ-თრიკი. სწორედ გარი ლინეკერს ეკუთვნის სიტყვები: “ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, მაგრამ ყოველთვის გერმანელები იმარჯვებენ”. ამჟამად BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1872 - გლაზგოში ფეხბურთის ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს შოტლანდიისა და ინგლისის ეროვნული გუნდები შეხვდნენ. მატჩი 0:0 დასრულდა.

1887 - სოფტბოლის მატჩი პირველად ჩატარდა დახურულ დარბაზში. ეს ჩიკაგოში მოხდა.

1922 - წარმატებით ჩაიარა პირველი იაპონური აეროპლანის “ჰოშოს” გამოცდამ.

1956 - ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, არჩი მური მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1961 - თბილისის “დინამომ” სამხრეთამერიკული ტურნეს მსვლელობისას ბოლივიაში, ლა პასის “მუნისიპალს” 5:2 მოუგო. ქართელთაგან გოლები ზაურ კალოევმა (2), სმირნოვმა (2) და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, ხურცილავა, ხოჭოლავა, ხუნდაძე, გ. სიჭინავა, მელაშვილი (სმირნოვი), ბარქაია, კალოევი, იამანიძე, დათუნაშვილი. გუნდს ანდრო ჟორდანია წვრთნიდა.

1962 - ლონდონის “ჰაიბერის” სტადიონზე ერთმანეთს ინგლისისა და იტალიის საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. ინგლისელთაგან გოლები ო’გრეიდიმ, ალენმა და გრივზმა გაიტანეს, სერია A-ს წარმომადგენელთაგან კი ორივე ბურთი უელსელი ჯონ ჩარლზის ანგარიშზეა.

1969 - თბილისის “დინამომ” ეგვიპტური ტურნეს პირველ შეხვედრაში ქაიროში, ადგილობრივ “ნასიონალთან” 1:3 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი სერგო კუტივაძემ გაიტანა. “დინამო”: ჩლაიძე, პეტრიაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ქორიძე, ილიადი, კუტივაძე, ასათიანი, მეტრეველი, გავაშელი (ბურჯანაძე), ლ. ნოდია. გუნდს ვიაჩესლავ სოლოვიოვი წვრთნიდა.

1977 - თბილისის “დინამომ” ციურიხის “გრასხოპერსთან” უეფას თასის გათამაშების განმეორებითი მერვედფინალისთვის მზადების მიზნით ჩეხოლსოვაკიაში ტურნე ჩაატარა და მეორე შეხვედრაში პლზენში, ადგილობრივ “შკოდასთან” 0:5 წააგო. “დინამო” : გაბელია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, ქორიძე (ჩივაძე), მ. მაჩაიძე, გ. მაჩაიძე, გუცაევი, ყიფიანი (კოპალეიშვილი), შენგელია. გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1986 - ივან ლენდლი პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდა, რომლის მიერ სხვადასხვა ტურნირებზე აღებული ჰონორარის რაოდენობამ 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

1991 - ფეხბურთელ ქალთა შორის, პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ნორვეგიის ნაკრებს 2:1 მოუგო და პლანეტის უძლიერესი ნაკრების ტიტული მოიპოვა.

1997 - დევისის თასის 86-ე გათამაშების ფინალში, შვედეთის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 5:0 სძლია. მატჩი გეტებორგში ჩატარდა.

1999 - საკონტინენტთაშორისო თასისი გათამაშებაზე (“ტოიოტას თასი”) “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბრაზილიის სან პაულუს “პალმეირასს” 1:0 მოუგო და საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. ერთადერთი გოლი მანჩესტერელთა ირლანდიელმა კაპიტანმა როი კინმა გაიტანა. შეხვედრა ტოკიოში ჩატარდა და მას 53 372 მაყურებელი დაესწრო. მატჩს გერმანელი არბიტრი ჰელმუტ კრუგი სჯიდა. “მანჩესტერი”: ბოსნიჩი, გ. ნევილი, ირვინი, სტამი, სილვესტრი, კინი, ბატი, ბექჰემი, სქოულზი (შერინგემი), გიგზი, სოლსკიაერი (იორკი). ”პალმეირასი”: მარკუში, ჟუნიორ ბაიანო, არსე, ჟუნიორი, როკე ჟუნიორი, სეზარ სამპაიო, ზინიო, გალეანო (ევაირი), ასპრილია (ოსეაში), ალექსი, პაულუ ნუნიეში (ეულერი).

2007 - აზიის საუკეთესო მწვრთნელად, უზბეკეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი, რაუფ ინილიევი დასახელდა.

2008 - საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა.

2009 - ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობაზე არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სერენა უილიამსი 82 500 დოლარით დააჯარიმეს. განმეორებითი ანალოგიური საქციელისთვის უილიამსს დისკვალიფიკაციიტ დაემუქრნენ.

ამ დღეს დაიბადნენ

1944 - ჯორჯ გრემი. “ასტონ ვილას”, “ჩელსის”, “არსენალის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “პორტსმუტისა” და “კრისტალ პალასის” ფეხბურთელი. 1970 წლის ბაზრობათა თასის მფლობელი. 1971 წლის ინგლისის ჩემპიონი და ასოციაციის თასის მფლობელი. 1965 წელს მოიგო ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასი. 1986-95 წლებში ჯორჯ გრემი წვრთნიდა “არსენალს”. 1989 და 1991 წლებში ჩრდილოლონდონელებს მოაგებინა ინგლისის ჩემპიონობა, 1993-ში კი ასოციაციის თასი. 1994 წელს “არსენალი” თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახადა. 1989 წელს ჯორჯ გრემი აღიარეს ინგლისის წლის საუკეთესო მწვრთნელად.

1946 - ნიკოლაი კისელიოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “სპატრაკის” ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1969) და საკავშირო თასის მფლობელი (1971). ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი. მექსიკის 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი).

1953 - ჰუუბ სტევენსი. ჰოლანდიელი საფეხბურთო მწვრთნელი. წვრთნიდა კერკრადეს “როდას”, გელზენკირხენის “შალკეს”, ბერლინის “ჰერტას”, “კიოლნს”. “შალკესთან” ერთად მოპოვებული აქვს უეფას თასი.

1960 - გარი ლინეკერი. ინგლისელი ცენტრფორვარდი. გამოდიოდა “ლესტერ სიტიში” (194 მატჩი, 95 გოლი), “ევერტონში” (41, 30), “ბარსელონაში” (99, 44), “ტოტენჰემ ჰოთსპურში” (105, 67), იაპონურ “ნაგოიაში” (23, 9). გარი ლინეკერი 1986 წელს აღიარეს ინგლისის წლის საუკეთესო მოთამაშედ. “ბარსელონასთან” ერთად ორჯერ გახდა ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი (1987, 1989) მოიპოვა ესპანეთის თასი (1988) და თასების მფლობელთა თასი (1989). “ტოტენჰემთან” ერთად კი – ინგლისის ასოციაციის თასი (1991). 1985, 1986 და 1990 წლებში გახდა ინგლისის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. გარი ლინეკერმა მექსიკის 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა 6 გოლი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მონაწილეობდა იტალიის 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც და ნახევარფინალში იასპარეზა. მუნდიალების ფინალურ ეტაპზე გატანილი აქვს 10 გოლი, რაც ინგლისელ მოთამაშეთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია. ლინეკერმა ინგლისის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 80 მატჩი, გაიტანა 48 გოლი. უკანასკნელი მაჩვენებლით ჩამორჩება მხოლოდ ბობი ჩარლტონს. სანაკრებო მატჩებში შესრულებული აქვს ხუთი ჰეთ-თრიკი. სწორედ გარი ლინეკერს ეკუთვნის სიტყვები: “ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, მაგრამ ყოველთვის გერმანელები იმარჯვებენ”. ამჟამად BBC-ის საფეხბურთო მიმომხილველია.

1961 - ინოსენტ ეგბუნიკე. ეთიოპიელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1962 - ბო ჯექსონი. ბეისბოლისტი და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე. როგორც ერთ, ასევე მეორე ეროვნულ ლიგაში მოპოვებული აქვს ჩემპიონის ტიტული.

1967 - გია ჯიშკარიანი. საქართველოს ნაკრების, თბილისის “დინამოსა” და “შევარდენის”, ლანჩხუთის “გურიასა” და “სამტრედიას” ფეხბურთელი. იცავდა პოლონური კლუბების ღირსებასაც. საკავშირო უმაღლესი ლიგის პირველობის 41 მატჩში გაიტანა 4 გოლი. 1990 და 1991 წლებში მოიპოვა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ოქროს მედლები. საქართველოს ჩემპიონატების 56 შეხვედრაში გაიტანა 10 გოლი (“დინამოს” რიგებში) საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 მატჩი.

1970 - მარკ პემბრიჯი. უელსის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონური “ფულემის” ფეხბურთელი.

1974 - ოლგა ნოვოკშენოვა. რუსი მოცურავე. სინქრონული სტილით მოცურავეთა შორის 2000 და 2004 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.105043
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X