ფეხბურთი

23:35 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მე და პიკეს ეს არ გვქონდა ჩაფიქრებული"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ამბობს, რომ ჟერარ პიკესთვის გადაცემა არ გაუკეთებია და ეს სპონტანურად მოხდა. მოგეხსენებათ, „ბარსამ“ პსვ ეინდჰოვენი 2:1 დაამარცხა, ხოლო მეორე გოლი მესის ჯარიმიდან გაკეთებული პასით პიკემ გაიტანა.

„ეს წინასწარ არ გვქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჟერარდი სწორ პოზიციაში იდგა და ფეხი დაუხვედრა ბურთს. გაგვიმართლა, რადგან გოლი გავიდა, თუმცა მე და პიკე ჯარიმის ასე გათამაშებას არ ვგეგმავდით.

„ბარსელონამ“ მიზანს მიაღწია, პირველ ადგილზე გავიდა საკმაოდ რთულ ჯგუფში და ბედნიერები ვართ“, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანამ“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და პირველი პოზიცია გარანტირებული აქვს. ბოლო ტურში კი „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

Loading...
სტატისტიკა
0.229553