ფეხბურთი

0:00 | 30.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" ერიკსენი 250 მილიონად შეაფასა

მადრიდის „რეალი“ ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის შეძენას ცდილობს. Marca-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბს“ ლუკა მოდრიჩი ზაფხულში დატოვებს და მის შემცვლელად სწორედ დანიელი განიხილება.

„ტოტენჰემი“ კი ლიდერთან შელევას მხოლოდ ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ აპირებს. „მამლები“ 26 წლის ფეხბურთელში 250 მილიონს ითხოვენ და ასეთ შემთხვევაში თანახმა არიან, რომ „რეალში“ გაასხვისონ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერიკსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „სამეფო კლუბი“ ზემოხსენებული თანხის გადახდას დათანხმდეს.

მიმდიანრე სეზონში ერისკენმა პრემიერლიგაში 10 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ლონდონელებმა „ინტერი“ სწორედ მისი გოლით დაამარცხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113115