ფეხბურთი

16:20 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "პსჟ-ს ფეხბურთელები მიწაზე ისე ეცემოდნენ, თითქოს კვდებოდნენ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პსჟ-ს ფეხბურთელები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარიზელები ძირს უმიზეზოდ ეცემოდნენ.

„არ მინდა ვთქვა, რომ პსჟ-მ არ დაიმსახურა, მაგრამ... ნეიმარი ჭკვიანი ფეხბურთელია. ის ხშირად ჯარიმის ფასად აგდებდა სათამაშო რიტმს. ბევრი ფეხბურთელი მიწაზე ეცემოდა, თითქოს მძიმე დაზიანება მიეღოთ, თითქოს კვდებოდნენ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში ლამის 500 ათასი შეფერხება იყო და მსაჯს მიაჩნია, რომ სამუშაო კარგად შეასრულა. მას შეეძლო გაფრთხილების ჩვენება მეტოქისთვის... უმიზეზოდ წაქცევა ყვითელი ბარათია, არასპორტული საქციელია“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში 5 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ 6 ქულა აქვს და ბოლო ტურში „ნაპოლი“ მშრალი ანგარიშით ან ორბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს.

Loading...
სტატისტიკა
0.233357