ფეხბურთი

10:16 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: „ახლა შეგვიძლია მთელი ყურადღება ჩემპიონატს დავუთმოთ“

„მონაკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიერი ანრიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის (0:2) შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროტურნირებიდან გამოვარდნის შემდეგ, მისი გუნდი მთელ ყურადღებას საფრანგეთის ჩემპიონატზე გადაიტანს და ამან, შესაძლოა, შედეგებიც გააუმჯობესოსო.

„მეტოქის სწრაფმა გოლმა საქმე გაგვირთულა. შესვენებაზე ვილაპარაკეთ შეცდომებზე და მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. ფეხბურთელები ცდილობდნენ ხშირად შეეტიათ. განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების გარჯით. ბიანკონე შესანიშნავად გამოიყურებოდა თავის ფრთაზე. მასენგო კრეატიული იყო მოედნის ცენტრში.

ბევრი ახალგაზრდა გვყავდა მინდორზე, მაგრამ ამას პრობლემა არ შეუქმნია ჩვენთვის. ამიტომ, მინდა „მონაკოს“ აკადემია შევაქო. ძალიან კარგად მუშაობენ. ეს ხომ ახლო მომავლის წარმატებების საწინდარია.

ახლა, მთელ ყურადღებას საფრანგეთის ჩემპიონატზე გადავიტანთ და შევეცდებით მალე გამოვძვრეთ რთული სიტუაციიდან.“ - უთხრა ანრიმ კლუბის ოფიციალურ გვერდს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, „მონაკომ“ ბოლო ადგილი დაიკავა. უკანასკნელი ტურის მატჩი, 11 დეკემბერს, „დორტმუნდთან“ აღარაფერს წყვეტს.

საფრანგეთის ჩემპიონატში კი „მონაკო“ 14 ტურის შემდეგ, 10 ქულით, ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121472