ფეხბურთი

9:45 | 29.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: „ლივერპულთან“ გამარჯვება ჩვენთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია“

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღფრთოვანებულია თავისი გუნდით და ეს გამარჯვება პარიზელთათვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

„ეს ჩვენი ბოლო შანსი იყო გვეჩვენებინა, რომ „ლივერპულის“ დონის გუნდებთან წარმატებით შეგვიძლია პაექრობა. ენერგიულად ვითამაშეთ, ნამდვილი გუნდივით ვირჯებოდით და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ.

კარგია, რომ გულშემატკივრებმა იხილეს, რა შეუძლია დღევანდელ „პარი სენ-ჟერმენს.“ ძალიან რთულია თავი დაიცვა სალაჰის, მანესა და ფირმინოს შეტევებისგან, მაგამ ყოველი ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და შედეგიც მივიღეთ. აღფრთოვანებული ვარ ჩემი შეგირდების გარჯით. ეს კარგი გამოცდილება იყო. წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.“ - უთხრა ტუხელმა უეფას ოფიციალურ გვერდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107971