ფეხბურთი

20:40 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: გადარჩენისთვის ბრძოლა გამძაფრდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურში „დინამო ბათუმმა“ მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოპოვებული ჰქონდა ეროვნული ლიგის საგზური, გადარჩენისთვის მებრძოლი „ცხინვალი“ არ დაინდო - 4:0.

გიგა გეგუჩაძის გუნდი ანგისას ბაზაზე პირველად თამაშობდა მას შემდეგ, რაც ეროვნულ ლიგაში გადასვლის საკითხი გააფოციალურა. შესაბამისად, საკუთარი ქომაგის წინაშე ლამაზი ფეხბურთის ჩვენებას აპირებდა. ასეც მოხდა და „დინამომ“ მეტოქეს აშკარად აჯობა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, მაგრამ მეორე ნახევარში აჭარლებმა უპირატესობა გოლებშიც გარდასახეს.

„დინამო“ რა თქმა უნდა, პირველ ადგილზეა და ეს არ შეიცვლება, აი, „ცხინვალი“ ბოლო საფეხურზეა და დიდი შანსია, გავარდეს კიდეც. თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა, არც ისე მაღალი.

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა „სამგურალმა“, რომელმაც სტუმრად „თელავი“ გაბრიელ საღრიშვილის გოლით დაამარცხა. წყალტუბოელებს 38 ქულა დაუგროვდათ და პლეი-აუტს ჯერჯერობით თავს არიდებენ.

თუმცა, კვალში მარტვილის „მერანი“ უდგას, რომელიც მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, რომელმაც დღეს „შევარდენი“ დაამარცხა საკუთარ კედლებში. ამასობაში „ვიტ ჯორჯიამ“ მეორე ადგილი და პლეი-ოფის გაინაღდა.

ტური კი29 ნოემბერს, „გაგრასა“ და „შუქურას“ მატჩით დასრულდება და შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„დინამო ბათუმი“ – „ცხინვალი“ 4:0 (0:0)

გოლები: 1:0 ფლამარიონი (47), 2:0 ქრისტესიაშვილი (56), 3:0 მამუჩაშვილი (68), 4:0 ფლამარიონი (79)

„ვიტ ჯორჯია“ – „შევარდენი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჩაკვეტაძე (77), 2:0 მუსელიანი (90)

„მერანი“ – „ნორჩი დინამო“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ზახარჩენკო (47), 2:0 ფაცაცია (90)

„თელავი“ – „სამგურალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 საღრიშვილი (73)

სტატისტიკა
0.514472