ფეხბურთი

18:04 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "აიაქსის" კაპიტანს შეხვდა

კატალონიის „ბარსელონას“ ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტან მატის დე ლიგტის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა. კატალონური მედიის ცნობით, გასულ ოთხშაბათს, „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი ამსტერდამში იმყოფებოდა და 19 წლის ცენტრალურ მცველს პირადად შეხვდა.

„ბარსას“ მიზანია, რომ ნიჭიერი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადაიბიროს. კატალონელთა მთავარი კონკურენტი ამ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსია“.

დე ლიგტის გარდა, „ბლაუგრანას“ „აიაქსის“ კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, ფრენკი დე იონგი აინტერესებს, რომელსაც ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, აბიდალი არ შეხვედრია, მაგრამ ტელეფონით ესუაბრა.

აღსანიშნავია, რომ დე ლიგტის მსგავსად, დე იონგსაც ევროპული გრანდების რიგი უდგას.

0.10813