ფეხბურთი

0:19 | 27.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი ორი კვირა იუქმებს

კატალონიის „ბარსელონას“ ლუის სუარესი გამოაკლდა. ურუგვაელმა ფორვარდმა მუხლის ტრავმა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, მოედანზე გასვლას ორი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ამგვარად, სუარესი „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პსვ ეინდჰოვენთან მატჩში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ლუის სუარესმა 18 თამაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონას" რაფინია ალკანტარაც გამოაკლდა, თუმცა მისი ტრავმა გაცილებით სერიოზულია და მიმდინარე სეზონი მთლიანად გაუცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11308