ფეხბურთი

20:55 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "ზაფხულში შესაძლოა "ჩელსი" დავტოვო"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ინგლისური გუნდის დატოვებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ აპირებს. თუმცა, როგორც ბელგიელმა განაცხადა, ზაფხულში შესაძლოა გუნდი შეიცვალოს, მაგრამ მოვლენების საპირისპირო განვითარებასაც არ გამორიცხავს.

„წარსულში პსჟ-სთან კონტაქტი მქონდა, მაგრამ თუ ერთ დღეს ლიგა 1-ში დავბრუნდები, ეს „ლილში“ მოხდება. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს შანსი, რომ საფრანგეთში დავბრუნდე. ამჟამად „ჩელსიში“ ვრჩები, კონტრაქტი 1 წელი კიდევ მაკავშირებს და იანვარში ლონდინიდან წასვლა გამორიცხულია. შესაძლოა ეს ზაფხულში მოხდეს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთელი კარიერა „ჩელსიში“ გავატარო“, - უთხრა აზარმა Canal+ს.

შეგახსენებთ, აზარს „ჩელსისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო დროს მის მომავალს აქტიურად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108938