სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

2:41 | 26.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა სეზონი გამარჯვებით დაასრულა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლით დასრულდა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის სეზონი. მას საჩემპიონო წერტილი დაუსვა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც მე-11 გამარჯვება სტარტ-ფინიშის სწორზე ტრიალით და საზეიმო რგოლების ხაზვით აღნიშნა.

33 წლის ბრიტანელს ფინიშის დროშა ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმიტმა აუფრიალა, ვინც რბოლამდე პადოკში „მერსედესის“ კომბინეზონში გამოწყობილი დადიოდა. ჰამილტონისთვის ეს კარიერაში 73-ე გამარჯვებაა. ამასთან, ჰიბრიდული V6 აგრეგატების ეპოქაში გამართული 100 რბოლიდან, მას 51 აქვს მოგებული. და ის ფ1-ის ისტორიაში პირველი პილოტია, ვინც სეზონის განმავლობაში 400 ქულაზე მეტი დააგროვა. ამასთან, ჰამილტონს 18 გამარჯვება აშორებს მიხაელ შუმახერის რეკორდამდე (91 მოგება).

აბუ დაბიში ფ1-ის ბოლო რბოლაში იასპარეზა ფერნანდო ალონსომ, ვინც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქულის გარეშე არ დარჩენლიყო. მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია - მე-11 ადგილს დასჯერდა. თავისი კარიერის განმავლობაში, მას 1 899 ქულა აქვს დაგროვებული. რბოლის დასრულების შემდეგ, მან ჰამილტონთან და სებასტიან ფეტელთან ერთად დახაზა რგოლები.

ალონსო ფ1-ის სულ ცოტა, ერთ სეზონს გამოტოვებს და მომავალ სეზონში, მისი მთავარი მიზანი ინდი 500-ზე გამარჯვება იქნება. იქ ის კვლავ „მაკლარენთან“ ერთად იასპარეზებს. და თუ მომავალ სეზონში უოკინგელები ფ1-ში თავინთ შესაძლებლობებს კვლავ გამოავლენენ, არაა გამორიცხული, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დაბრუნდეს.

„ფერნანდო ნამდვილი ლეგენდაა. მე მქონდა პრივილეგია, რომ რბოლებში მასთან ერთად მიმეღო მონაწილეობა. სპორტს ის დააკლდება, მეც დამაკლდება, როგორც მეტოქე“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც პოდიუმზე ზეიმისას, კომბინეზნოს ზედა ნაწილი გაიხადა და გვიჩვენა ტატუ, რომელიც მთლიანად ფარავს მის ზურგს. რბოლის შემდგომ პრეს კონფერენციაზე მან განმარტა, რომ ადრეც სურდა ამ ტატუს ჩვენება, რომელიც შესრულებულია თემაზე „მე მაინც ვდგები“. ჰამილტონმა თქვა, რომ ამ სეზონის შემობრუნებაში, ამერიკელი პოეტის მაია ანგელოუს ლექსების კრებული „მე მაინც ვდგები“ დაეხმარა და ყველას ურჩევს მის წაკითხვას. და მან ხაზი გაუსვა, რომ მისი შთაგონების წყარო გახდა ახალგაზრდა ბრიტანელი მრბოლი ბილი მონგერი, რომელმაც შარშანდელ სეზონში მომხდარი ავარიისას მიღებული ტრავმების გამო, ორივე ფეხი დაკარგა, მაგრამ წელს რბოლებს დაუბრუნდა და იმედ აქვს, რომ ფ1-მდე მიაღწევს.

აბუ დაბის რბოლის პირველ წრეზე მოხდა ავარია - როდსაც „რომენ გროჟანის გასწრებას ცდლობდა, ნიკო ჰულკენბერგის „რენო“ მეტოქის მანქანას ბორბალი-ბორბალზე დაეჯახა. ამან „რენო“ ჰაერში ააგდო. მანქანამ ორი ყირა გააკეთა და ბარიერთან თავდაყირა დაეცა. ბედად, ჰულკენბერგი უვნებლად გადარჩა და როგორც კი მანქანა გადმოაბრუნეს, მან დაუხმარებლად შეძლო კოკპიტის დატოვება.

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი, იას მარინა, დისტანცია 305.355 კმ (55 წრე, 5.554 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39:40.382
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 2.581
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 12.706
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 15.379
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 47.957
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1'12.548
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1'30.789
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1'31.275
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  12. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  13. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  14. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  15. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 8 წრე
  17. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 10 წრე
  18. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 30 წრე
  19. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 48 წრე
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 54 წრე

უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:40.867 (54-ე წრე, 198.225 კმ/სთ)

მრბოლთა საბოლოო კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი - 408 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 320; 3. კიმი რაიკონენი - 251; 4. მაქს ფერსტაპენი - 249; 5. ვალტერი ბოტასი - 247; 6. დანიელ რიკარდო - 170; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 69; 8. სერხიო პერესი - 62; 9. კევინ მაგნუსენი - 56; 10. კარლოს საინსი - 53; 11. ფერნანდო ალონსო - 50; 12. ესტებან ოკონი - 49; 13. შარლ ლეკლერი - 39; 14. რომენ გროჟანი - 37; 15. პიერ გასლი - 29; 16. სტოფელ ვანდოორნი - 12; 17. მარკუს ერიკსონი - 9; 18. ლანს სტროლი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 4; 20. სერგეი სიროტკინი - 1

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

  1. მერსედესი - 655 ქულა; 2. ფერარი - 571; 3. რედ ბული - 419; 4. რენო - 122; 5. ჰაასი - 93; 6. მაკლარენი - 62; 7. ფორს ინდია - 52; 8. ზაუბერი - 48; 9. ტორო როსო - 33; 10. უილიამსი - 7

ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=iAoDa7aL6IQ

https://www.youtube.com/watch?v=ZTst0hAtIvY

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.148029
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X