ფეხბურთი

22:07 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა

პრემიერლიგის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს, „არსენალმა“ „ბორნმუთს“ სტუმრად მოუგო, 27 ქულა მოაგროვა და ერთი პუნქტითღა ჩამორჩება მეოთხეადგილოსან „ჩელსის.“ უნაი ემერის შეგირდებმა, ჯამში მე-17 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს. საშინელი დასაწყისის შემდეგ, აგვისტოს შუიდან მათი მომგები არავინაა.

თუმცა საკუთრივ თამაში უკეთესის სურვილს ტოვებდა. ორივე გუნდმა ერთობ უინტერსო და სწორხაზოვანი ფეხბურთი უჩვენა მაყურებელს.

ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა. საკუთარ კარში ბორნმუთელმა ჯეფერსონ ლერმამ შეაგდო. თუმცა „მეთოფეებმა“ უპირატესობა ვეღარ განავითარეს და ტაიმის დამატებულ წუთზე საპასუხო „გასახდელის გოლი“ მიიღეს. თავი ჯოშუა კინგმა გამოიჩინა.

სიუჟეტი მეორე ტაიმშიც თითქმის იგივე იყო. ეგ არის, ბოლოსკენ მასპინძლებს დაღლა დაეტყოთ და გაბონელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გამარჯვებისა 67-ე წუთზე გაიტანა. შემდეგ კი BBC-ს უთხრა: ვიცოდით, რთული მატჩი გველოდა. კარგია, რომ შინ სამი ქულით ვბრუნდებით. ცუდია ტაიმის ბოლოს გოლი რომ გავუშვით. შესვენებაზე ვილაპარაკეთ, განვიხილეთ სიტუაცია, მეორე ნახევარში უფრო მობილიზებულები გავედით მინდორზე და გავიმარჯვეთო.

დღის გვიან შეხვედრაში „ჰადერსფილდმა“ სტუმრად „ვულვერჰემპტონს“ აარონ მუის დუბლით მოუგო.

ტური კი ორშაბათს, „ბარნლი“ – „ნიუკასლის“ მატჩით დაიხურება.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-13 ტური. 25 ნოემბერი

ბორნმუთი - არსენალი 1:2

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“ 10 792

0:1 ლერმა (30, საკ. კარში), 1:1 კინგი (45+1), 1:2 ობამეიანგი (67)

ბორნმუთი: ბეგოვიჩი, ფრენსისი, დენიელსი, სტივ კუკი, აკე, გოსლინგი (ლიუის კუკი 73), ფრეიზერი, ლერმა, ბრუკსი (სტანისლასი 73), უილსონი, კინგი (მუსე 82)

მწვრთნელი: ედი ჰოუი

არსენალი: ლენო, პაპასტათოპულოსი, მუსტაფი, კოლაშინაცი, ბელერინი, ჰოლდინგი, მხითარიანი, ჯაკა, ივობი (რემზი 82), ტორეირა (გენდუზი 79), ობამეიანგი (ნკეტია 90+4)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: აკე (52), ლერმა (66)

ვულვზი - ჰადერსფილდი 0:2

0:1, 0:2 მუი (6, 74)

0.111169