ფეხბურთი

18:19 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუსკეტსის მე-500 მატჩი "ბარსელონას" რიგებში

ესპანეთის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა სერხიო ბუსკატესმა მადრიდის "ატლეტიკოს" წინაღმდეგ გამართულ მატჩში კატალონიის "ბარსელონას" რიგებში მე-500 შეხვედრა ჩაატარა.

ბუსკეტსი მეშვიდე ფეხბურთელია, რომელმაც "ბლაუგრანას" მაისურით მინიმუმ 500 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნახევარმცველებში სერხიოზე მეტი მატჩი ანდრს ინიესტამ (674) და ჩავი ერნანდესმა (767) ჩაატარეს.

საყრდენი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. "ბარსელონას" შემადგენლობაში ბუსკეტსმა 28 ტურნირი მოიგო, ხოლო 500 მატჩში ესპანელმა 13 გოლი გაიტანა.

0.117373