ფეხბურთი

11:30 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ვესტ ჰემთან" კარგად ვერ ვითამაშეთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ვესტ ჰემთან" მოგებული (4:0) პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდი საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება.

"სანაკრებო მატჩების შემდეგ 4:0 გამარჯვება კარგია, თუმცა ფეხბურთელებს გაუჭირდათ მწყობრში ჩადგომა, რადგან ნაკრებში სხვანაირად ვარჯიშობდნენ. მეტოქეს რამდენიმე შანსი ჰქონდა და იღბალი ჩვენს მხარეს იყო, რადგან გოლი არ გაგვიტანეს. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავდგეთ სათანადო ფორმაში, ფეხბურთელებს ვუთხარი კიდეც, რომ სტაბილურობა აუცილებელია." - განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელი სპეციალისტის გუნდმა პრემიერლიგაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და 35 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას "ბორნმუთის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11414