სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:04 | 25.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ სოლარიც ვერ შველის
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სანაკრებო პაუზის ბრალი იყო თუ იმის, რომ სანტიაგო სოლარის სამთავარმწვრთნელო ტიტულს მოსცილდა სიტყვა - „დროებითი,“ მაგრამ, ფაქტია, „სამეფო კლუბი“ ბასკური ეიბარის პაწია სტადიონ „იპურუაზე“ ცოტა მოდუნებული გავიდა და ამისათვის დაისაჯა. თანაც როგორ...

არადა, სანაკრებო პაუზისას, „რეალში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ერთი ის, რომ სოლარი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდელთა მთავარ მწვრთნერლად. კონტრაქტი მას 2021 წლამდე გაუფორმეს. მეორე - გუნდს გამოჯანმრთელებული მცველები: მარსელო, ვარანი და კარვახალი დაუბრუნდნენ და მესამე - სერხიო რამოსმა ჯერჯერობით წარმატებით აიცილა ბრალდება დოპინგის მიღების შესახებ. კლუბმა ოფიციალურად დაუჭირა მას მხარი და კატეგორიულად უარყო რამოსის რაიმე კავშირი აკრძალულ პრეპარატებთან.

შესაძლოა, ამ ემოციურმა ვითარებამაც იმოქმედა გუნდზე. ძნელი სათქმელია. ფაქტი კი ის არის, რომ „ეიბარმა“ ისტორიაში პირველად მოუგო „რეალს.“ მოუგო კი არა, გაანადგურა. და ამ განადგურებაში ლომის წილი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილმა, მარკ კუკურელიამ დაიდო. სწორედ მარცხენა ფრთაზე მის ზეაქტიურობას მოჰყვა ბასკთა გოლები.

მადრიდელები გონსალო ესკალანტემ, სერხიო ერიხმა და გარსია კიკემ დაამწუხრეს.

„მოწინააღმდეგის მკაცრ პრესინგს ვერ მოვერიეთ. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ გუნდურ თამაშში შეგვექმნა პრობლემები. ახლა უნდა გავერთიანდეთ და კვლავ მუყაითად გავაგრძელოთ გარჯა.“ - უთხრა შემდეგ რაფაელ ვარანმა ესპანურ AS-ს.

„ვულგარული გუნდი ვხდებით. ცუდად ვითამაშეთ. ისღა დაგვრჩენია, „ეიბარს“ მივულოცოთ. მათ ჩვენი შეცდომებისთვის დაგვსაჯეს. ამ წაგებას კი გამართლება არ აქვს.

სოლარი? არ არის საჭირო ემოციური განცხადებები. მშვიდად უნდა გავაანალიზოთ სიტუაცია.“ - ეს მადრიდელთა კაპიტნის, რამოსის მატჩისშემდგომი სიტყვებია.

ეს „რეალის“ პირველი მარცხი გახლდათ სოლარის ხელმძღვანელობით. აქამდე არგენტინელი სპეციალისტის თავკაცობით „სამეფო კლუბს“ ოთხიდან ოთხივე შეხვედრაში ემარჯვა.

ამასობაში, ლიდერი “ბარსელონა,“ ტურის გვიან მატჩში, მადრიდში, „ატლეტიკოსთან“ ბოლო წუთზე გადაურჩა წაგებას. მასპინძლებს წამები აშორებდათ პრიმერას ლიდერობას, მაგრამ გენიალურმა მესიმ მაინც გააკეთა თავისი საქმე და დემბელეს ბოლოსკენ გაატანინა.

ეს მატჩი ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. კოშტას გოლამდე და მის შემდეგ. გოლამდე ძალიან მოსაწყენი ბურთაობა ვიხილეთ, ერთი ხეირიანი მომენტიც არ შექმნილა. თუმცა, როცა „ატლეტიკო“ თამაშობს, ასეთი სურათი არცთუ იშვიათობაა.

კოშტას გოლის შემდეგ კი სიუჟეტი გაფერადდა. „ბარსაც“ გაცოცხლდა და ტემპიც აჩქარდა. დემბელეს გოლიც ლოგიკური იყო.

შედეგად, კატალონიელებმა პრიმერას ლიდერობა შეინარჩუნეს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-13 ტური. 24 ნოემბერი.

ეიბარი - რეალი 3:0

ეიბარი. „მუნისიპალ დე იპურუა.“ 6 435

1:0 ესკალანტე (16), 2:0 ენრიხი (52), 3:0 კიკე (57)

ეიბარი: რიესგო, ანხელი, რამისი, ოლივეირა, პენია, კუკურელია, ხორდანი, ესკალანტე, ორელიანა (ალვარესი 84), კიკე (დე ბლაზისი 88), ენრიხი (შარლესი 73)

მწვრთნელი: მენდილიბარი

რეალი: კურტუა, მარსელო, რამოსი, ვარანი, ოდრიოსოლა (კარვახალი 54), სებალიოსი, კროოსი, მოდრიჩი (ისკო 63), ბეილი, ბენზემა, ასენსიო (ვინისიუსი 75)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: კუკურელია (33), ხორდანი (36); ბეილი (44)

ატლეტიკო - ბარსელონა 1:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 67 204

1:0 დიეგო კოშტა (77), 1:1 დემბელე (90)

ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი, არიასი, სავიჩი, ლუკა ერნანდესი, საული, კოკე, ლემარი (ვიტოლო 64), როდრი ერნანდესი, დიეგო კოშტა (კორეა 80), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა სერხი რობერტო (რაფინია 46), უმტიტი, სემედუ, ვიდალი (მალკომი 85), ბუსკეტსი, არტური (დემბელე 80), მესი, სუარესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ხესუს ხილი

გაფრთხილება: ერნანდესი (39), გრიზმანი (48), დიეგო კოშტა (71), როდრი ერნანდესი (86), ფილიპე ლუისი (88); ბუსკეტსი (29), უმტიტი (71), რაფინია (90+4)

ვალენსია - რაიო ვალეკანო 3:0

1:0, 2:0 მინა (35, 61), 3:0 გამეირო (76)

უესკა - ლევანტე 2:2

1:0 რივერა (23), 1:1 როხერი (45+1), 2:1 ეხეიტა (52), 2:2 ბოატენგი (2:2)

23 ნოემბერი

ლეგანესი - ალავესი 1:0

1:0 ენ-ნესირი (42)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.106184
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X