ფეხბურთი

23:50 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ვეიგლის გადაბირებას შეეცდება

"დორტმუნდის" საყრდენმა ნახევარმცველმა იულიან ვეიგლმა შესაძლოა კარიერა ლონდონის არსენალში გააგრძელოს. როგორც Bild-ი იუწყება, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ლონდონური კლუბი ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება.

23 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ მოხვდა. გასულ სათამაშო წელს გერმანელმა 33 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ლუსიენ ფავრის გუნდში მოსვლის შემდეგ სათამაშო დრო არ ეძლევა. ვეიგლის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა და იულიანს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132989