ფეხბურთი

22:20 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ზამთარში ტრანსფერს არ განახორციელებს

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი ფეხბურთელის დამატებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას არ გამართავს.

"იანვარში არ ვაპირებთ რაიმე დავხარჯოთ, ჩემი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. სეზონის დაწყებამდე ისე დავაკომპლექტეთ გუნდი, რომ ზამთარში ტრანსფერი არ განგვეხორციელებინა, გამონაკლისი პრობლემების გარდა, მაგრამ ახლა საკმარისი მოთამაშეები მყავს და გუნდს ვენდობი." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩი "ვესტ ჰემთან" მოიგო და 35 ქულით ჩემპიონატში პირველ ადგილზე იმყოფება. გვარდიოლას გუნდი უახლოეს მდევარს "ლივერპულს" ორი ქულით უსწრებს.

0.111255