ფეხბურთი

19:15 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ ზაფხულში პოგბას შეძენას ეცდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევარმცველით, პოლ პოგბათი, მილანის „ინტერი“ დაინტერესდა, გვამცნობს Tuttosport.

წყაროს ცნობით, მილანური კლუბი პოგბას შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება, რათა ნახევარდაცვა გააძლიეროს. ფრანგი მსოფლიო ჩემპიონის გადაბირების იდეა „იუვენტუსის“ ყოფილ სპორტულ დირექტორ, ჯუზეპე მაროტეს გასჩენია, რომელიც ამჟამად „ინტერში“ საქმიანობს.

Tuttosport-ი ასევე წერს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ პოგბას ყიდვას ვერ მოახერხებს, მაშინ „ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის, ან მადრიდის „რეალის“ ხორვატი შუახაზელის, ლუკა მოდრიჩის გადაბირებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, იტალიური მედია აღნიშნავდა: პოგბამ „იუვენტუსში“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ ძველ პარტნიორებს უკვე აცნობაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11373