ფეხბურთი

16:03 | 24.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს გეგმა: საფეხბურთო გუნდი და ახალი ტურნირი

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე მომავალზე სერიოზულად ფიქრობს და ორი საინტერესო იდეაც გაუჩნდა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა, საფეხბურთო გუნდის შეძენა და ახალი ტურნირის შექმნა უნდა:

„ორ პროექტზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი საფეხბურთო გუნდის შეძენაა, თუმცა ამის შესახებ უფრო მეტს ვერ გეტყვით, ხოლო მეორე პროექტი ახალი საფეხბურთო ტურნირის შექმნას ან არსებულის ტრანსფორმაციას უკავშირდება“, - განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ პიკე „ბარსელონაში“ მე-11 სეზონს ატარებს, ხოლო იქამდე იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებასაც იცავდა.

0.118828