ფეხბურთი

23:47 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახმა" ჰეკინგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მიუხენგლადბახის "ბორუსიამ" კლუბის მთავარ მწვრთნელს დიტერ ჰეკინგს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და 52 წლის სპეციალისტი გუნდს 2020 წლამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია "გლადბახის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ჰეკინგმა გერმანული გუნდი 2016 წლის ბოლოს ჩაიბარა. მას შემდეგ "გლადბახმა" 75 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 34 მოიგო, ხოლო 17 ფრედ დაასრულა. ამჟამად, დიტერის შეგირდები ბუნდესლიგაში 23 ქულით მეორე ადგილზე არიან და პირველადგილოსან "დორტმუნდს" ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120166