ფეხბურთი

19:20 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ? არა, კაპანაძე! - უცხოური გამოცემების გამოხმაურება

ორი დღის წინ ეროვნულ ლიგაში ზღაპრული გოლი გავიდა, რომელიც ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ „ჩიხურას“ კარში გაიტანა. ეს გოლი ძალზე წააგავდა კრიშტიანუ რონალდუს შედევრს, რომელიც შარშან მადრიდის „რეალის“ მაისურით „იუვენტუსთან“ გაიტანა.

ეს ამბავი გავლენიან უცხოურ გამოცემებსაც არ გამორჩენიათ და სწორედ, რომ რონალდუს გოლთან აიგივებენ. ზოგიერთი გამოცემის აზრით კი, წლის ბოლოს „პუშკაშის პრიზზე“ გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატი იქნება:

„კრიშტიანუ რონალდუ? არა! თორნიკე კაპანაძე! საქართველოში კრიშტიანუს საოცარი გოლი გარდაიქმნა“, - წერს ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი.

„საქართველოს ჩემპიონატიდან ბევრს არ ველოდებით. მაგრამ ადგილობრივი ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში სხვაგვარად მოხდა. თავდამსხმელმა თორნიკე კაპანაძემ, რომლიც 26 წლისაა და 1.67 სმ სიმაღლის გახლავთ, აკრობატულ ნახტომში მარჯვენა ფეხით ულამაზესი „მაკრატელა“ გაიტანა. ეს გოლი, „პუშკაშის“ ჯილდოზე შეიძლება იყოს ნომინირებული“, - წერს OneFootball-ი.

„პუშკაშის“ ჯილდოს კანდიდატი, გოლი სხვა პლანეტიდან. ეს ყველაფერი საქართველოში მოხდა, სადაც თორნიკე კაპანაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა ქუთაისის „ტორპედოს“ მაისურით“, - წერს Univision-ი.

აქვე გეტყვით, რომ კაპანაძეს მსგავს სტილში გოლები აქამდეც გაუტანია, მათ შორის, გასულ სეზონშიც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებაზე არ დაობენ, ეს ალბათ განსაკუთრებული სილამაზის გოლი გახლდათ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113782