ფეხბურთი

12:16 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ო’ნილს ელარდაისი შეცვლის?’

ინგლისის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, სემ ელარდაისმა, შესაძლოა, ირლანდიის ეროვნული გუნდი გაწვრთნას. - გვამცნობს Sky Sports. „დიდი სემი“ მზად ყოფილა ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციასთან ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად.

მეორე კანდიდატი მიკ მაკარტია, რომელიც კუნძულელებს 1996-2002 წლებში უკვე ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ მარტინ ო’ნილმა ირლანდიის ეროვნული გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც „მწვანეებმა“ ერთა B ლიგის მე-4 ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, დანიისა და უელსის შემდეგ.

ო’ნილს მთელი სამწვრთნელო შტაბიც თან გაჰყვა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული კაპიტნის, როი კინის ჩათვლით.

ელარდაისი, თავის დროზე, „კრისტალ პალასს,“ „ვესტ ჰემს, “ნიუკასლს,“ „სანდერლენდსა“ და „ევერტონს“ წვრთნიდა. 2016 წლის ზაფხულში კი ინგლისის ნაკრები ჩაიბარა, თუმცა დიდი სატრანსფერო სკანდალის გამო, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115511