ფეხბურთი

2:11 | 23.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" მანეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ და სადიო მანემ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც „წითლების“ ვებგვერდი იტყობინება, მანე „ენფილდ როუდზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

„ძლიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ერთი სული მაქვს გუნდს დავეხმარო ტიტულების მოგებაში. როდესაც „ლივერპულისგან“ შეთავაზება მივიღე, ორჯერ არ დავფიქრებულვარ. ეს არის ზედგამოჭრილი გუნდი ჩემთვის, სადაც საუკეთესო მწვრთნელთან საუკეთესო დროს აღმოვჩნდი. ჩემი კარიერისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა მანემ.

შეგახსენებთ, სადიო მანე „ლივერპულმა“ 2016 წლის ზაფხულში „საუთჰემპტონიდან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში 26 წლის სენეგალელმა პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

0.110809