ფეხბურთი

21:20 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას აფუძნებს

მადრიდის „რეალი“ საქართველოში საზაფხულო სკოლას დააფუძნებს – პროექტის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა.

პროექტი ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ ინიცირებულია და როგორც მადრიდული კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გააჩნიათ. მსოფლიო ფეხბურთის გრანდის საზაფხულო კემპი თბილისში 2019 წლის 2 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩატარდება და მასში 150 ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ „თავისუფალი ფეხბურთის“ წარმომადგენლები შარშან დაგვიკავშირდნენ და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – ამბობს „რეალის“ პროექტების მენეჯერი ანდრეს მუნტანერი.

ლევან სეთურიძე, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთი“ – „ჩვენ აქამდე ორი წარმატებული კემპი ჩავატარეთ, „ინტერის“და „იუვენტუსის“ და „რეალის“ წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ მათი საზაფხულო სკოლის პროექტიც წარმატებული იქნება. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქართულ ფეხბურთში სიახლეები შემოვიტანოთ და მის წინსვლას ხელი შევუწყოთ“.

პეტრე სარდანაძე, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთი“ – „ჩვენთვის საამაყოა, საქართველოში ისეთი ბრენდი რომ შემოვიყვანეთ, როგორიც „რეალია“. ჩვენ პარტნიორი კვლავ საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონია“, რომლის ბაზაზეც წინა ორი კემპიც გაიმართა. 2 ესპანელ სპეციალისტთან ერთად, ქართველი მწვრთნელები და მენეჯერებიც დაგვეხმარებიან. წინა კემპებზე 100-100 ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა კი საზაფხულო რეკორდული რაოდენობა, 150 ბავშვი იქნება და იმედია, რომ ეს ქართველ ბავშვებს წინსვლაში წაადგებათ“.

1tv.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112526