ფეხბურთი

18:57 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ბეილის აზარში გაცვლა უნდა

მადრიდის „რეალი“ მზადაა ლონდონის „ჩელსის“ გარეთ ბეილი დაუთმოს. თუმცა, „სამეფო კლუბს“ „არისტოკრატებისგან“ ედენ აზარის გადაბირება უნდათ.

Ok Diario-ს ცნობით, მადრიდელებს ბელგიელი შემტევის გადაბირება 100 მილიონი ევროს ფარგლებში უნდათ და მზად არიან, რომ ლონდონში გარეთ ბეილი გაუშვან. ჯერჯერობით აღნიშნულ წინადადებაზე ინგლისური მხარის პასუხი უცნობია.

მიმდინარე სეზონში აზარმა 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ბეილი 15 შეხვედრაში 5 გოლით და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

0.118441