ფეხბურთი

13:53 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნასრი „ვესტ ჰემში“ ვარჯიშობს

„მანჩესტერ სიტისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, სამირ ნასრი, ამჟამად „ვესტ ჰემთან“ ერთად ვარჯიშობს. Sky Sports-ის ცნობით, ლონდონური კლუბი მასთან კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს და მისი ფორმის აღდგენას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ნასრი ბოლოს მინდორზე ერთი წლის წინათ გამოჩნდა, თურქული „ანთალიასფორის“ შემადგენლობაში.

ფრანგმა ფეხბურთელმა გასულ კვირაში გაიარა ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმება. მედიაში კი გაჩნდა ინფორმაცია, რომ მხარეები ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, რომელიც ძალაში დეკემბრიდან შევა, როცა ნასრის დისკვალიფიკაცია დაუმთავრდება.

2016 წლის დეკემბერში ნასრის ორგანიზმში უცნობი მკვებავი მიკროელემენტი მოხვდა. მაშინ „სევილიის“ მოთამაშეს, სისხლის გადასხმას უკეთებდნენ, რაც ანტიდოპინგური წესებით აკრძალულია.

0.121471