ფეხბურთი

12:29 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიაში ორშაბათის მატჩებს გააუქმებენ

ბუნდესლიგის კლუბებმა მოითხოვეს, რომ 2021-22 წლების სეზონიდან გერმანიის ჩემპიონატში მატჩები ორშაბათობით აღარ გაიმართოს. - წერს Zeit Online.

ბუნდესლიგის 18-ვე კლუბმა დაადასტურა, რომ ურჩევნიათ მატჩები უქმეებზე გამართონ. მათ გულშემატკივართა თხოვნაც გაითვალისწინეს, რომლებიც ჩივიან, სამუშაო დღეს სტადიონზე მისვლა გვიჭირსო. კიდევ ერთი მიზეზი დატვირთვებია. ზოგიერთი გუნდი ევროთასებისთვის აღდგენას ვეღარ ახერხებს.

წყაროს ცნობით, კლუბები ახალ ტელეკონტრაქტს მოაწერენ ხელს, რომელშიც მხოლოდ უქმეებზე თამაშის პუნქტი ჩაიწერება. არსებული ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ვადა 2021 წელს ეწურება, ბუნდესლიგაში ორშაბათობით 5 მატჩის ჩატარებაა ნებადართული.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121223