ფეხბურთი

16:00 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანიელი: „მესამე ევროთასის შემოღება 2024 წლამდე ვერ მოხერხდება“

ტურინის „იუვენტუსისა“ და ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ განაცხდა, რომ მესამე ევროთასის გათამაშება, რომელიც ჩემპიონთა და ევროპა ლიგებს დაემატება, 2024 წლამდე ვერ მოხერხდება.

„საკმაო ხანია მესამე ევროთასის პროექტზე ვმუშაობდით და დეკემბერში უკვე აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გავიტანთ. თუ მოიწონეს, ახალი ტურნირი 2024 წლის შემდეგ დაიწყება.

ასევე საერთაშორისო კალენდრის შეცვლაც გვინდა. საჭიროა უკეთ შევისწავლოთ სატრანსფერო ფანჯრების სპეციფიკა და ვიპოვნოთ ბალანსი საშინაო და ევროპულ ტურნირებს შორის. ახალი კალენდრის მიხედვით, ფეხბურთელებს დასვენების მეტი დრო უნდა დავუტოვოთ. როცა ამ საკითხებს გადავწყვეტთ, ახალი ტურნირის ფორმატზეც მაშინ დავილაპარაკებთ.“ - უთხრა ანიელიმ Football Italia-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11874