ფეხბურთი

10:12 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლასმარი: „ნეიმარი მძიმე ტრავმას გადაურჩა“

ბრაზილიის ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლესმარმა, ნეიმარის ტრავმის შესახებ უამბო ჟურნალისტებს, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა ბრაზილია - კამერუნის ამხანაგური მატჩის (1:0) დასაწყისში მიიღო.

„ნეიმარი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ცხადია, გარკვეული დრო დაგვჭირდება დიაგნოზის ზუსტად დასადგენად, გარკვეული ტესტები კიდევ გასავლელია, მაგრამ ფაქტია, რომ დაზიანება მძიმე არ არის.“ - წერს L`Equipe ბრაზილიის ტელევიზიაზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს ნეიმარმა მე-60 გოლი გაიტანა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში და პენტაკამპეონთა ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზე დადგა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს (62 გოლი 98 მატჩში) და პელეს (77, 92) გაუტანიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132039