ფეხბურთი

9:04 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ მხარი დაიზიანა

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, კილიან მბაპემ, საფრანგეთ-ურუგვაის ამხანაგური მატჩის (1:0) პირველ ტაიმში მხარი დაიზიანა და 36-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგიერ მინდორზე მარსელის „ოლიმპიკის“ ფეხბურთელი ფლორიან ტოვენი გავიდა. სამედიცინო შემოწმება დღეს დაადგენს, რამდენად სერიოზულია ფრანგი ვარსკვლავის ტრავმა.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონში, მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში 9 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

0.1297