ფეხბურთი

2:45 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მეტოქეები C დივიზიონში 2020 წლის ერთა ლიგაზე...

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ბევრ კითხვას გაეცა პასუხი და მათ შორის იმას, თუ როგორ დაკომპლექტებოდა, მომდევნო, 2020 წლის ერთა ლიგის ოთხი დივიზიონი.

მოგეხსენებათ, დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები ერთი ლიგით აღზევდებოდნენ, ხოლო ჯგუფის ბოლო ადგილოსნები - პირიქით. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 2020 წლის შემოდგომაზე არა უსუსტეს D ლიგაში, არამედ C ლიგაში მოსინჯავს ძალებს, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და ამაში ქვემოთ თავადვე დარწმუნდებით.

ისე კი, 2020 წლამდე ძალიან ბევრი დროა, პრაქტიკულად ორი წელი. იქამდე, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი ორჯერ ექნება. ჯერ ჩვეულებრივი შესარჩევ ციკლში მოსინჯავს ძალებს და თუ იქ არაფერი გამოვიდა, მერე, 2020 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი-ოფში.

ეს კი, 2020 წლის ერთა ლიგის ოთხი დივიზიონი სრული შემადგენლობით:

A დივიზიონი

ბელგია, ბოსნია, დანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა

B დივიზიონი

ავსტრია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, რუსეთი, შოტლანდია, სერბეთი, უელსი

C დივიზიონი

ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, ჩრდ. ირლანდია, ირლანდია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი

D დივიზიონი

ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, კვიპროსი, ესტონეთი, ფარერები, გიბრალტარი, ყაზახეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, სან მარინო, სლოვენია

0.120226