ფეხბურთი

0:20 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე VAR-ი შესაძლოა 1/8 ფინალებიდან დაინერგოს

ვიდეოგამეორების სისტემა (VAR) ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპიდან დაინერგოს.

AS-ისა და The Times-ის ინფორმაციით, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 3 დეკემბერს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საკითხზე დღეს უეფას სამიტზე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმაც ისაუბრა:

„ჩვენ უნდა შევაფასოთ ორი ასპექტი: მსაჯები და ტექნელოგია. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ყოვლისმომცველ შეფასებას გავაკეთებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველაზე გვიან შემდეგი სეზონიდან დაინერგება ეს სისტემა“, - განაცხადა ჩეფერინმა.

სტატისტიკა
0.307841