ფეხბურთი

4:08 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ჰოლანდიამ ოთხთა ფინალი შეავსო

საქართველოში დიდი საფეხბურთო ზეიმი იყო, რადგან „ჯვაროსნებმა“ D დივიზიონი საუკეთესო შედეგით დაასრულეს და ნახევარფინალისთვის მასპინძლობა ირგუნეს.

ამასობაში, პარალელურად, სხვა ჯგუფებში და დივიზიონებშიც გაიმართა მატჩები და გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ჰოლანდიამ ჯგუფში ჩატოვა.

A დივიზიონი, A ჯგუფი

რონალდ კუმანის გუნდს ჯგუფიდან გასასვლელად გერმანიასთან ქულაც ჰყოფნიდა. თუმცა, ალემანებმა გელზენკირხენში მაღალ დონეზე დაიწყეს ბურთაობა და უკვე მეოცე წუთისთვის ორბურთიანი ფორით იგებდნენ. ეს ანგარიში ტაბლოზე 85-ე წუთამდე შენარჩუნდა და თითქოს, უმოტივაციო, B დივიზიონში დაქვეითებულ გერმანიას საფრანგეთი ოთხთა ფინალის კარს უღებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

ჰოლანდიელებმა საოცარი თამაში გადაარჩინეს. ისე, რამდენჯერ გვინახავს პირიქით, გერმანელთა მოტრიალებული თამაში, მაგრამ ახლა ჰოლანდიამ გაუკეთა იგივე. ჯერ ქვინსი პრომესმა შეამცირა სხვაობა, ხოლო ბოლო წუთზე მანუელ ნოიერი ვირჯილ ვან დეიკმა დაამწუხრა და ჰოლანდია სიხარულს მიეცა.

ერთა ლიგის პირველი ოთხთა ფინალიც სრულად დაკომპლექტდა: ინგლისი, პორტუგალია, ჰოლანდია და შვეიცარია. აქვე გეტყვით, რომ A დივიზიონის ოთხთა ფინალი 2019 წლის ივნისში გაიმართება და ტურნირის ჩემპიონიც გამოვინდება.

აღრევა რომ არ მოხდეს, დანარჩენი და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, D დივიზიონის ნახევარფინალები და ფინალი არა დამდეგი წლის ივნისში, არამედ 2020 წლის მარტში გაიმართება.

გერმანია - ჰოლანდია 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ვერნერი (9), 2:0 სანე (20), 2:1 პრომესი (85), 2:2 ვან დეიკი (90)

1. ჰოლანდია 4 2 1 1 8:4 7
2. საფრანგეთი 4 2 1 1 4:4 7
3. გერმანია 4 0 2 2 3:7 2

B დივიზიონი, A ჯგუფი

B დივიზიონში ორ ჯგუფში თითო მატჩი ჩატარდა. A ჯგუფში ჩეხეთმა სლოვაკეთს უმასპინძლა და ის იყო გასარკვევი, ვინ დაქვეითდებოდა. ამ ჯგუფიდან პლეი-ოფის საზგური ვადაზე ადრე უკრაინამ მოიპოვა, რომელიც ბოლო ტურში ისვენებდა.

პრაღაში კი, სლოვაკეთს ოდენ გამარჯვება მისცემდა მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობას, მაგრამ 3 ქულას ვინ ჩივის, საერთოდ უქულოდ დარჩა. პატრიკ შიკმა გაიტანა ერთადერთი გოლი და ჩეხეთმა დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა. ხოლო სლოვაკეთი C დივიზიონში ითამაშებს, სადაც ასევე იქნება საქართველოს ნაკრები.

ჩეხეთი - სლოვაკეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 შიკი (32)

1. უკრაინა 4 3 0 1 5:5 9
2. ჩეხეთი 4 2 0 2 4:4 6
3. სლოვაკეთი 4 1 0 3 5:5 3

B დივიზიონი, D ჯგუფი

D ჯგუფში საერთოდ ფორმალობა იყო დანიისა და ირლანდიის შეხვედრა. სკანდინავიელებს პირველი, ხოლო კელტებს ბოლო ადგილი ჰქონდათ გარანტირებული. ეს თამაშსაც დაეტყო და გოლი არ გასულა.

დანია - ირლანდია 0:0 (0:0)

1. დანია 4 2 2 0 4:1 8
2. უელსი 4 2 0 2 6:5 6
3. ირლანდია 4 0 2 2 1:5 2

C დივიზიონი, С ჯგუფი

C დივიზიონის C ჯგუფიდან პლეი-ოფში ნორვეგია გავიდა და შესაბამისად 2020 წლის ერთა ლიგაში დივიზიონით აღზევდა. ნორვეგიამ ალი კამარას დუბლით კვიპროსში მოიგო და 13 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციაზე ბულგარეთი გავიდა, რომელმაც შინ სლოვენიას ვერ მოუგო, რომელიც ბოლო დივიზიონში დაქვეითდა.

ბულგარეთი - სლოვენია 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ივანოვი (68), 1:1 ზაიჩი (75)

კვიპროსი - ნორვეგია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 კამარა (36), 0:2 კამარა (48)

1. ნორვეგია 6 4 1 1 7:2 13
2. ბულგარეთი 6 3 2 1 7:5 11
3. კვიპროსი 6 1 2 3 5:9 5
4. სლოვენია 6 0 3 3 5:8 3

D დივიზიონი, D ჯგუფი

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კონკურენტი მაკედონია იქნება, რომელიც პლეი-ოფში გავიდა. მაკედონიელებმა ბოლო ტურში გიბრალტარი 4:0 გაანადგურეს და ჯგუფური ეტაპი 15 ქულით დაასრულეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დივიზიონში მეორე შედეგი დააფიქსირა და მხოლოდ საქართველოს ჩამორჩა.

სომხეთმა მორიგი ქულები გაანიავა და ამჯერად ლიხტენშტეინთან მარცხს ბოლო წუთე გადაურჩა.

მაკედონია - გიბრალტარი 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბარდი (27), 2:0 ნესტოროვსკი (67), 3:0 ნესტოროვსკი (80), 4:0 ტრაიკოვსკი (90)

ლიხტენშტეინი - სომხეთი 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 ადამიანი (9), 1:1 ბუხელი (44), 2:1 ჰასლერი (47), 2:2 კარაპეტიანი (90)

1. მაკედონია 6 5 0 1 14:5 15
2. სომხეთი 6 3 1 2 14:8 10
3. გიბრალტარი 6 2 0 4 5:15 6
4. ლიხტენშტეინი 6 1 1 4 7:12 4

აქვე, ცნობისთვის, ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში ანდორისა და ლატვიის ნაკრებები უგოლოდ დაზავდნენ. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფი კოლოსარული უპირატესობით მოიგო და 6 ტურში მეორეადგილოსან ყაზახეთს 10 ქულით აჯობა...

1. საქართველო 6 5 1 0 12:2 16
2. ყაზახეთი 6 1 3 2 8:7 6
3. ლატვია 6 0 4 2 2:6 4
4. ანდორა 6 0 4 2 2:9 4
თეგებიერთა ლიგა
0.157526