ფეხბურთი

19:20 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" დემბელეს გაყიდვას აპირებს

კატალონიის „ბარსელონა“ უსმან დემბელეს გაყიდვას გეგმავს. როგორც Sport-ი იტყობინება, ფრანგი ფეხბურთელის თამაშით „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და ზაფხულში შესაძლოა გაასხვისონ.

გარდა ამისა, დემბელე უდისციპლინობით გამოირჩა და „ბარსას“ რამდენიმე ვარჯიშზე დააგვიანა კიდეც. წყაროს ცნობით, ესპანური გრანდი მზადაა 100 მილიონ ევროიანი წინადადების შემთხვევაში ფეხბურთელს შეელიოს.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩი ჩაატარა 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იგივე გამოცემა Sport-ი „ბარსელონას“ გიორგი ჩაკვეტაძეს აქტიურად უკავშირებს.

0.11036