ჩოგბურთი

10:51 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევმა წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

21 წლის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა ლონდონში წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. ზვერევი 10 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირი მოიგო. 2008 წელს ჯოკოვიჩიც 21 წლის იყო, როცა ეს ტურნირი ტრიუმფით დაასრულა.

ზვერევმა ფინალში ჯოკოვიჩი იოლად 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში, 4:4-ზე გერმანელმა ბრეიკი შეასრულა და 1:0 დაწინაურდა. მეორე პარტიაშიც ჯოკოვიჩმა ვერაფერი გაახერხა.

ზვერევმა კარიერაში მე-10 ATP-ის ტურნირი მოიგო. 21 წლის ჩოგბურთელმა 1.9 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126259