ფეხბურთი

3:32 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია: "ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში ორმაგი პასუხისმგებლობაა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ ყაზახეთთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს სტადიონზე ადრე მოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ თამაში რა თქმა უნდა, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ბევრ ქომაგს ველოდებით, ფედერაციამ მართლაც კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ ფასი 1 ლარია და ამიტომ, მივმართავ გულშემატკივარს, რომ სტადიონზე ცოტა ადრე მოვიდნენ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასახარებლად და ჯგუფის გამარჯვებით დასრულებისთვის“, - აღნიშნა ზარანდიამ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩი დღეს, „დინამო არენაზე“ 21 საათზე დაიწყება. სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის 47 ათასი ბილეთია რეალიზებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113653