ძიუდო

18:27 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგოჭურის ოქროს მედალი პორტუგალიაში

ქართველი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური (100 კგ.) პორტუგალიურ ოდიველასში გამართული მხედველობადაქვეითებულთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

გოგოჭურმა ოქროს მედლის გზაზე ოთხივე მეტოქეს ვადაზე ადრე აჯობა. ჩვენებური ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ სამუელ ინგრამს გაეჯიბრა და 3 შიდო მიაღებინა.
ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მფლობელი გახდა გიორგი გამჯაშვილი (66 კგ.), ბაჩუკი შელია (73 კგ.), ავთანდილ კირკიტაძე (81 კგ.) და რევაზ ჩიკოიძე (+100 კგ.) კი უმედლოდ დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112818