სხვა

13:12 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა წლის დასკვნით სუპერტურნირზე წარუმატებელი სერია (ზედიზედ 3 მარცხი ჰქონდა) შეწყვიტა და თანაბარ ბალანსზე (4 მოგება, 4 წაგება) გასვლა მოახერხა.

დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველი სეკიტორი დღეს, კარიერაში პირველად დასავლეთის მე-3 მაეგაშირა რიიუდენს გაეჯიბრა და საბოლოო ჯამში, დამაჯერებლად იმარჯვა.

კიუშიუ ბაშოს შუალედურ დღეს (ნაკაბი) ტოჩინოშინმა იაპონელი მეტოქე თავიდანვე შებოჭა, გასაქანი არ მისცა, მისი მავაშის ხელში მოგდება მოახერხა და იორიკირი განახორციელა.

ხვალ, ქართველი სუმოისტის პირისპირ ნოემბრის სუპერტურნირის ერთპიროვნული ლიდერი – აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი ტაკაკეიშო დადგება, რომელსაც ზურგს 7 მოგება უმაგრებს. ჩვენებური მასთან ურთიერთშეხვედრებში 1:4-ს აგებს.

ვთქვათ ისიც, რომ 6-6 გამარჯვება აქვთ ოძეკი ტაკაიასუსა და რიგით მაეგაშირებს – ტოჩიოძანს, აბის, დაიეიშოს, აოიამასა და ონოშოს, კიდევ ერთმა ოძეკი გოეიდომ კი დღეს მე-5 წარმატებული ორთაბრძოლა ჩაატარა.

0.112655